ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში ლობჟანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ხოლო წყალარინების ქსელის 1.5 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რაც ხშირად იწვევდა ქსელზე დაზიანებებს და წყალმომარაგების შეზღუდვას. განახლებულ წყალსადენის ქსელზე ეწყობა 19 საკვანძო ჭა და 2 სახანძრო ჰიდრანტი, ხოლო წყალარინების ქსელზე 42 წყალარინების ჭა.
რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე და ისნის რაიონის გამგებელი, აკაკი ხლაბუსტოვი.
სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე სრულად სექტემბერში დაასრულებს, რაშიც 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის შედეგად, ისნის რაიონში ლობჟანიძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.