12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არავითარი ხელახალი არჩევნები - ასე პასუხობს ბიზნესმენი, VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას არის თუ არა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ახალი არჩევნები.
"არსის" გენერალურმა დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის აუცილებელია ახალი არჩევნები და პატიმრების გამოშვება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელი თემურ კოხოძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ვითარება ნორმალური არ არის.
2024 წლის იანვარ-ნოემბერში უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 2 909 253 ლარი შეადგინა, რაც 435 775 ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდება.
საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ ნოემბერში აღნიშნულ გაერთიანებასთან ქვეყანამ 7.081 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია ივაჭრა.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე, ამ დროისთვის 2 200-ზე მეტი კომპანია უერთდება, 667 თავისუფალი ბიზნესი კი ვერიფიკაციის პროცესშია.
29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრეზიდნეტის დღევადელ გამოსვლას საპროტესტო აქციაზე.
საქართველოში ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.