აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა.
რატომ იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებთან ირანში სულ რამდენიმე თვის წინ? - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
კომპანია PSP განცხადებას ავრცელებს, რომლითაც სამთავრობო მედიასაშუალებების მიერ რიგი ქართული კომპანიების რუსეთში ექსპორტ-იმპორტის შესახებ გავრცელებულ კონკრეტულ მონაცემებს ეხმაურება.
აზერბაიჯანი სპეციალურ საკარანტინე რეჟიმს 2025 წლის პირველ აპრილამდე ახანგრძლივებს. შესაბამისად, აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარიც დღეისთვის გაცხადებული ინფორმაციით, აღნიშნულ თარიღამდე არ გაიხსნება.
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების თარიღი გამოაცხადა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება ,,თბილისი 2024“ გაიმართა.
„საქკაბელმა“ სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების რიგით მე-13 გამოფენაში მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია - ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან. ეს არ მოხდება! - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.