ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ისნის რაიონში ლობჟანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ატარებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს.
თბილისის მერიის ინიციატივით, წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილია მუნიციპალური მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა. პროექტის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერია შესაბამის კონკურს აცხადებს, – ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, ff.k Public Relations-ს ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
ჩვენ, “დიდი შვიდეულის” ლიდერები, გაერთიანებულები ვართ უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ ურყევ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინება.
მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
„ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მზარდია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხიანი. ყველა კატეგორიის ღვინო უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებით მკაფიოდ გაწერილ მოთხოვნებს, რომ ღვინოს არ უნდა ჰქონდეს ზადი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრის დროს.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.