janmedi
ავერსი ნემო

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტით სინგაპურის მთავარი სამოქალაქო საერთაშორისო აეროპორტის, ჩანგის მმართველი გუნდი დაინტერესდა. შესაბამისი განცხადება მედიასთან საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, “მათ ფაქტობრივად დაადასტურეს ინტერესი, მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს”.

“გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორში აქვს.

118