აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს.
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.
„საქართველოს რკინიგზა“ 1-2 მარტის განრიგს აქვეყნებს. ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, 1-2 მარტს უამინდობის გამო უქმდება რამდენიმე რეისი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა, აღარ თოვს, რაც ძალიან კარგია სტიქიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, შესაბამისად, სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია, საზოგადოებას წარვუდგინო ევროკავშირის პოზიცია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყების სახელით სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდათ გაყვანილი.
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კონკურსს აღარ გამოაცხადებს. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კონკურსის წესი უქმდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.1 პროცენტი შეადგინა.