
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"180 დღეა მტკიცედ დგახართ ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ყველას შთააგონებს, ვისაც თავისუფლების და ერთობის სჯერა. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო", - წერია განცხადებაში.
გასული წლის ბოლოდან საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო ლიეტუვამ სანქციები დაუწესა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს, მათ შორის მის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. ლიეტუვას სანქციები ასევე დაწესებული აქვს "ქართული ოცნების" პრემიერისთვის ირაკლი კობახიძისთვის, თბილისის მერის კახა კალაძისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის. საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც კობახიძემ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.