ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის თანამდებობის დატოვებას.
„მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ივანიშვილი განმარტავს, რატომ თქვა უარი საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე.
გერმანიის ელჩი ერთ-ერთი წამხალისებელია პოლარიზების. მისი ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ერთი თვით, კიდევ ერთხელ გაუგრძელდა. კომისიას საქმიანობის ვადა 5 ივლისამდე განესაზღვრა.
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ, - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო და ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან შევა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა განიხილავს შეთავაზებას, რომ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.