
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლის დროსაც გუშინ ცეკვა „ხორუმი“ შესრულდა.

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები მივიდნენ.

„სვანური კოშკი არასდროს იქნება „ბაშნია“, „მაიტა ევროპა-მეთქი“, „მთავრობა, ვერ გევიგე?!“, „მაგი არაა მასე“, - ამ ლოზუნგებით თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმაურება.

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჰუსიტების“ მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგად, 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით .

ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. მსვლელობებს, თბილისში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან გამართავენ.