ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
საქართველოში წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და დაბალ დონეზე შენარჩუნდა.
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე, ფ/პ გურამ თალაკვაძის მიერ შპს „მნკორპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262 400-ით განისაზღვრა.
კობახიძე - შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სიმყარე
ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საფრანგეთის და პოლონეთის საელჩო საქართველოში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს აფრთხილებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მაისს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები დაბლოკა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.