საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.
„გამოტოვეთ კოცნა და შეეგუეთ ნიღაბს სექსის დროს, რათა თავი დაიცვათ კორონავირუსისგან“ – მსოფლიო საზოგადოებას აღნიშნული რჩევა გუშინ კანადის მთავარმა ექიმმა მისცა. ასევე დასძინა, რომ მარტო ცხოვრება პანდემიის ფართოდ გავრცელების საფრთხეს დაბლა წევს.
ქართველი ბიზნესმენი, ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყანაში 0.9%-ია.
2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია,- ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.
მთავრობა რესტორნებს სესხის და ლიზინგის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
2 დეკემბერს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფმა მთავრობის კანცელარიასთან პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მთავრობას და პრემიერს სექტორის გადარჩენის 5 პუნქტიანი გეგმით მიმართა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.