მთავრობიდან წასული ნათია მეზვრიშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ ბევრი მეკითხება რას ვაპირებ. შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი:
ვაპირებ, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა, ნებისმიერი გზით, აქტიურად მოვახმარო დემოკრატიის, კანონის უზანაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომლებიც პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრია.
ვაპირებ იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან შესაბამისი განცხადება რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.