global distribution
გარე ავეჯი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის 8 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს ექსპორტმა პერიოდის განმავლობაში 4.45 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია.

ექსპორტში წამყვან პოზიციას კვლავ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს 1.7 მილიარდი დოლარით. ეს მთლიანი ექსპორტის 39%-ს წარმოადგენს, რაც ერთ კონკრეტულ საქონელზე მაღალ კონცენტრაციას ნიშნავს. თავად ავტოექსპორტი წელს 17%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას ექსპორტში ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს, რაც წელს 62%-ით გაიზარდა და მან 239 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილს 172 მილიონი დოლარით სპირტიანი სასმელები იკავებს, რაც წელს 8%-ით შემცირდა. ასევე 16%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტიც, რამაც მხოლოდ 166 მილიონი დოლარი შეადგინა.

# საქონელი მოცულობა მილიონი დოლარი; ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 მსუბუქი ავტომობილები $1,728 მილიონი დოლარი; 17%
2 ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $239 მილიონი დოლარი; 62%
3 სპირტიანი სასმელები $172 მილიონი დოლარი; -8%
4 ყურძნის ნატურალური ღვინოები $166 მილიონი დოლარი; -16%
5 ფეროშენადნობები $137 მილიონი დოლარი; -38%
6 მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე $115 მილიონი დოლარი; 2%
7 მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით $113 მილიონი დოლარი; 24%
8 აზოტოვანი სასუქები $88 მილიონი დოლარი; 9%
9 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $80 მილიონი დოლარი; 7%
10 ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით $76 მილიონი დოლარი; 14%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $1,534 მილიონი დოლარი; 1%

 

იანვარ-აგვისტოში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი ($943.1 მლნ), ყაზახეთი ($572.9 მლნ) და რუსეთი ($480.7 მლნ).

95