gorgia
ავერსი legi

საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6%. შესაბამისად, ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს, რაც არის 7.2%, გადაჭარბებით შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადასცდება 10 000 დოლარს.

„შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი 7.2%-მდე დააკორექტირა, თუმცა, როგორც ჩანს, გვექნება წლის ბოლოსთვის უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, საქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტორიაში, გადასცდება 10 000 დოლარს. მშპ, ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადასცდება 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც რვა წლის წინ ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად ყველა მიმართულებით ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არ შეჩერდეს ზრდის ტენდენციები და შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, – განაცხადა პრემიერმა.

78