სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა Best Life მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს. ზაქარი მაქის სტატიაში „ათი საუკეთესო მუზეუმი, რომელსაც უნდა ეწვიო“ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის აღმოჩნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თბილისში დღეს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება.
10 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს.
ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.
ქართული ხორბლის კულტურა, რთველის ტრადიცია საქართველოში, მესხური სამზარეულო, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია, ინფექციურ დაავადება ე.წ. „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალები და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა. ბრძანება ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვა, ნისლი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.