სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა.
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან 29/04-ის 12:00 საათამდე თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. როგორც კომპანია იტყობინება, ამის მიზეზი, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე , აუცილებელ ტექნიკური სამუშაოების ჩაატარებაა.
ქალაქ ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი გაიხსნება.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოამზადეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ბირთვული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, თუმცა არავის ურჩევს, მისი მოთმინება გამოცადოს, – ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე მარია ზახაროვამ განაცხადა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში გაზის მოხმარებამ მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაიწყო. მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა და მისიის წევრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან პირველი შეხვედრა გამართეს.