საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში გაზის მოხმარებამ მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. წლიურად მოხმარება 27%-ით არის გაზრდილი. აქედან თითქმის 330 მლნ კუბური მეტრი თბოსადგურებმა მოიხმარეს, რაც 121 მლნ კუბური მეტრით [58%-ით] გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, ქვეყანამ თითქმის სრულად იმპორტირებული გაზი მოიხმარა, საანგარიშო პერიოდში იმპორტის მოცულობამ თითქმის 1.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში იანვარ-თებერვალში 0.7 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის იმპორტი განხორციელდა.
იანვარ-თებერვალში გაზის წლიურად მოხმარება 27%-ით გაიზარდა
289
|