შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2-31 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სადახლო-საავტომობილო" და "სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრჰიდროენერგოს“ პროგნოზით, კახოვკის კაშხლიდან წყლის გადინება პიკს 7 ივნისის დილისთვის მიაღწევს. ამის შესახებ განცხადება „უკრჰიდროენერგოს“ დირექტორმა, იგორ სიროტამ გააკეთა.
წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა კოკა თოფურიამ გამართა.
ამ სიტყვის კარგი გაგებით, აგრესიულად გვინდა, პროფესიული განათლება შევიტანოთ და ჩავაშენოთ სკოლებში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
6 - 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
თუ ხარ მეწარმე და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტს და მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებ, ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეგიძლია 600 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინაში “ნოვა კახოვკას” კაშხალზე თავდასხმას და აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. ამის შესახებ მან ტვიტერზე დღეს, 6 მაისს გააკეთა განცხადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს შეხვდა.