2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.
მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა.
თბილისის მერიამ დააფუძნა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ფონდი“, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2-31 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სადახლო-საავტომობილო" და "სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრჰიდროენერგოს“ პროგნოზით, კახოვკის კაშხლიდან წყლის გადინება პიკს 7 ივნისის დილისთვის მიაღწევს. ამის შესახებ განცხადება „უკრჰიდროენერგოს“ დირექტორმა, იგორ სიროტამ გააკეთა.
წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" კემბრიჯის საერთაშორისო სკოლა აშენდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, წალენჯიხაში "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორმა კოკა თოფურიამ გამართა.