ევროკავშირის დელეგაცია უსამძიმრებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა განაცხადა.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
შოვში სტიქიის ზონაში სამაშველო-ძიების სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები ჩაერთვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი გარდაცვლილი მოქალაქეების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს.
შეგახსენებთ, გუშინ 2 ცხედარი იპოვეს, ხოლო დღეს - 4. გუშინ შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, წაღებულია გზები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. უკვე ორი დღეა ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზეა 210 ადამიანია გადაყვანილი.