
რუსულმა გამოცემა РБК-მ ცოტა ხნის წინ იმ ლიდერების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აღლუმს დაესწრებიან.
გამოცემა საკუთარ წყაროებსა და სამთავრობო მედიებს, ТАСС-სა და РИА Новости-ს ეყრდნობოდა.
РБК-ის მიხედვით, შემდეგმა ლიდერებმა დაადასტურეს, რომ 9 მაისს პუტინის აღლუმში მონაწილეობას გეგმავენ:
- ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი, ბადრა გუნბა
- სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი
- ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი
- სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო
- ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფ სერბთა რესპუბლიკის პრორუსი ლიდერი, მილორად
- დოდიკი
- აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი
- სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი,
- ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო
- პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის (PA) პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი
- ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა დე სილვა
- ბურკინა ფასოს ლიდერი, იბრაჰიმ ტრაორე
- ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო
- ვიეტნამის ლიდერი, ტო ლამი
- კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიაზ-კანელი
- ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი
- თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი
- უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიევი
- ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი
- ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი
РБК აღნიშნავს, რომ აღლუმს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონი გუტერეში არ დაესწრება.
გარდა ამისა, გამოცემის თანახმად, მიწვეულები არიან, თუმცა დასწრება არ დაუდასტურებიათ მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგინ ხურელსუხსა და ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის.