რუსეთის კურსკის ოლქში 11 000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო იმყოფება და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანატოლი ბარგილევიჩი აცხადებს.
თურქეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. თურქული მედიის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ჰეკიმჰანის რაიონში მწყემსები მთაში ჩაიკეტნენ, რომლებიც მოგვიანებით გამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიის 40%-ზე მეტი დაკარგა, რომელიც აგვისტოში მოულოდნელი შეჭრის შედეგად დაიკავა, რადგან რუსულმა ძალებმა კონტრშეტევების ტალღები მოაწყვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც უკრაინის გენერალურ შტაბის წარმომადგენელია.
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დღეს დილიდან რაკეტებით უტევენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლიბანი და „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა შინაარსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებით, - ინფორმაციას Reuters-ი ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეზე, ალი ჰასან ხალილზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მასობრივი დეპორტაციებისთვის სამხედროების გამოყენებას აპირებს.
რიო დე ჟანეიროში „დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარეობს. სახელმწიფოთა მეთაურები ბრაზილიის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.
რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.