
უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპა აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს, – ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა გრანადაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ხვდება.

უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტი შეპსის განცხადებას ეხმაურება.

რუსეთში 1 - ელი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. ბრძანების მიხედვით, გაწვევა დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში კი 130 000 ადამიანს გაიწვევენ.

ესპანეთის ქალაქ მურსიაში ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მზადებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ესპანეთის თავმჯდომარეობის გვერდი ავრცელებს.

ირლანდიის ხელისუფლებამ დაახლოებით 157 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქია ღამით მოხდა. სტიქიის შედეგად ავტომობილების ნაწილი გზიდან გადავარდა.

რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის პირველი სასამართლო სხდომა 26 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება, სადაც ჰანტერ ბაიდენის გამოცხადება აუცილებელი იქნება.