
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშაბათს 18 მარტს ისაუბრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რადგან ის უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს.
„მე ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა დათმობებზეა საუბარი, როდესაც ცეცხლის შეწყვეტას განიხილავენ.
„ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე. ეს დიდი საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ უკვე განხილულია ორივე მხარის მიერ, უკრაინისა და რუსეთის. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე – გარკვეული აქტივების განაწილებაზე. დიახ, ისინი უკვე მუშაობენ ამაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.