
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვის მიერ მოპოვებული საიდუმლო ინფორმაცია დაკავშირებულია უცხო სახელმწიფოს „ მადესტაბილიზებელ სამხედრო შესაძლებლობებთან“ .

თებერვლის თვე დუბაიში რომანტიკული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთულია.

აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩევლების 93.9 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკეთა.

გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა ერთდღიანი გაიფცვის გამო ქვეყნის მაშტაბით 1000 რეისი გადაიდო, რის გამოც 200 000 მგზავრი დაზარალდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მონა ლიზას წვნიანი შეასხეს. ინციდენტი ლუვრში ცოტა ხნის წინ მოხდა. პროტესტი ამ ფორმით ორმა ქალმა გამოხატა, რომლებიც „ჯანსაღი და მდგრადი საკვების“ უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სოფლის მეურნეობის სისტემა დაავადებულია“.

მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკრუიზო გემმა, Icon of the Seas მაიამის პორტიდან შვიდდღიანი მოგზაურობა დაიწყო.

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე საჰაერო თავდასხმებს განაგრძობენ.

ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.