janmedi
ავერსი ნემო

ერაყში აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ცხედარი ირანიდან ერაყში გადაასვენეს, სადაც ხამეინისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო პროცესია დაიწყო.

ერაყის წმინდა ქალაქ ნაჯაფში მიმდინარე სამგლოვიარო პროცესიაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ქუჩებში შეკრებილი ადამიანები სკანდირებენ: „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“.

ცნობისთვის, ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ხვალ ირანში გადაასვენებენ და მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

50