
„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ მინერალების შესახებ შეთანხმება არ მოიცავს დოკუმენტის ხელმოწერამდე გაწეულ დახმარებას, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.

ირანის ერთ-ერთ მთავარ პორტში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომში მდებარე სანტა მარია მაჯორეს ეკლესიიდან, პაპ ფრანცისკეს საფლავის ფოტოები გავრცელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე, სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ათასობით ადამიანი, მათ შორის ათობით მსოფლიო ლიდერი, ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად იკრიბება.

ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.