იტალიაში აეროპორტებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლების მასობრივის გაფიცვის გამო 1 000-მდე ფრენა გაუქმდა, რის გამოც 250 000 მგზავრი დაზარალდა, – ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გაფიცვული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ხელფასის ზრდა და უკეთესი სამუშაო პირობებია.
როგორც მედია წერს, გაფიცვა მოიცავს ქვეყნის ყველა აეროპორტს.
რომის და ვინჩის აეროპორტში 200-მდე ფრენა გაუქმდა. ასევე გაუქმდა ასობით ფრენა მილანის, ვენეციისა და ნეაპოლის მთავარ აეროპორტებში.
ავიაკომპანიებმა რამდენიმე დღით ადრე აცნობეს მგზავრებს ფრენების გაუქმების შესახებ.