მედიის ცნობით, ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის როგორც ცნობილია, 1100-მდე ადამიანია დაშავებული.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცხელ წერტილში მასობრივი შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ცნობებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთ ისრაელში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც განთავსებულია ღაზას დივიზია.