
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს.

დღეიდან ძალაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორმა.

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არ ვართ ჩართული კონსულტაციებში, რადგან ეს კანონი არ შეეხება ჩვენს საფინანსო სექტორს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ჩვენ გვექნება საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა საკითხს, ერთ-ერთი მთავარი სფერო იქნება ეკონომიკა და ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს ბაზარზე ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air China შემოდის და შემოდგომიდან დაიწყებს რეგულარული ფრენების შესრულებას კვირაში სამი სიხშირით თბილისსა და ურუმჩის შორის.

საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.