სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს ქვეყანაში სულ 572.5 მილიონი ლიტრი რძის წარმოება მოხდა, რაც 2019 წელთან შედარებით 10 მილიონი ლიტრით ანუ 1.17%-ით მეტია.
გიორგი ხანიშვილი: „ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს სახელმწიფო წელსაც განახორციელებს“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა.
დღეიდან თბილისის სკოლებში სწავლა კლასებში განახლდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით.
შემოუერთდით კონდომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ AHF-ის კამპანიას „ყოველთვის მოდაშია", რადგან აღნიშნული ღონისძიების მიზანია მთელ მსოფლიოში გაიზარდოს კონდომებზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას!
განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომლის წარმოებისთვისაც თურქული ნედლეული გამოიყენება, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოსთვის დამატებით 150 ათასი დოზა ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები.
ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.