მიმდინარე წლის შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 2 კმ-ით არის დაშორებული.
„ასევე ძალიან მიხარია, რომ რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ძალიან კარგი, ფორსირებული ტემპებით, ჩვენ დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავით იმერეთში, პირადად მოვინახულეთ რეაბილიტაციის პროცესი და იმ შემოდგომაზე უკვე გვექნება სრულად დასრულებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური. დაახლოებით 2 კმ-ია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე მანძილი. მატარებელი გაჩერება აღნიშნულ სადგურზე.
ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ტურისტებს და შიდა მგზავრებს ექნებათ საშუალება, რომ მანქანით თუ სადგურის მეშვეობით მოხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.