დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განვცხადებით, მარტის თვე იყო “შემობრუნების” თვე, რადგან პირველად დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში.
„ექსპორტში ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს, აპრილში 70%-იანი ზრდაა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა“, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.
იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.
ამერიკელი სენატორები, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ჯინ შაჰინი, რესპუბლიკელი რობ პორტმანი და დემოკრატი კრის მერფი მომავალ კვირას აღმოსავლეთ ევროპას, მათ შორის საქართველოს ეწვევიან. სენატის დელეგაციას, ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა, მოქალაქეობის დროებით აღდგენის და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის.
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ყველა იმ წყაროს და კერძო პირის შესახებ ინფორაციის გასაჯაროვებას გეგმავს, რომლებიც მათ თანხებს ურიცხავენ.
საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ - ემანუელ მაკრონი
"საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ", - ამ სიტყვებით მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ტურისტული სეზონის დასაწყისში საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.